არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები

მოვდივარ თქვენ წინაშე ისეთი, როგორც ვარ. მე არაფრის სხვანაირს არ ვთამაშობ. მე მოვდივარ ჩემი წარსულით, ჩემი მტკიცე პრინციპებით. ზოგჯერ ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ცოტა ნამეტანად მტკიცე, ჩემი ხასიათით, ვის მოსწონს და ვის არა. ჩემი შეცდომებით თუ წარმატებებით და ჩემი გავლილი გზით. მოვდივარ ასევე ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნი არის, რასაც არა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ცხადი არის, ეხა მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი, მთელი ეს საფეხურები საქართველოში და როგორც არის, ისეთი არის. თუმცა ჩემ თავზე მე ძალიან ბევრი ვიმუშავე. მე მინდა აქედან მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით, იმიტომ რომ ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები

ამის შესახებ ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე თქვა.

კომენტარები