თბილისის სატრანსპორტო კომპანია

ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის - სატრანსპორტო კომპანიის შეთავაზება

თბილისის მერია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. სწავლება "თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით ჩატარდება.

"პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა" - აცხადებს თბილისის მერია.

სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. ხარჯს, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებას დაფარავს ავტოსკოლა.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ განთავსებულია თბილისის  სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე: www.ttc.com.ge

კომენტარები