მარიხუანის ექსპორტი

ბახტაძე მარიხუანის ექსპორტზე: მეორე და მესამეხარისხოვანია, ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ

ჩვენ გვაქვს რისკები გაცნობიერებული, რომ არ შეიძლება კულტივაცია ზოგადად ამ მცენარის და ამ ნივთიერების, რომ იყოს სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტუილება, რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის. ჩვენი ამოსავალი წერტილი იყო, რომ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ იქნება მოქცეული ჩარჩოებში, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს ანუ როცა ვამბობთ, რომ რეგლამენტირება არის აუცილებელი, ამოსავალი წერტილია, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ, ეს ამ შემთხვევაში არის მეორე და მესამეხარისხოვანი, მთავარი გახლავთ ჩვენთვის ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მის ჯანმრთელობას.

ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების, არ მოხვდება რაღაც უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის და მოქალაქეების ჯანმრთელობას

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სამედიცინო მიზნით მარიხუანის კულტივაციასა და მის ექსპორტზე.

კომენტარები