მარიხუანა

მარშანია მთავრობის მიერ მარიხუანის სამედიცინო მიზნით წარმოებაზე: გაგიჟდნენ?

გაგიჟდნენ? გადადგნენ ჭკუიდან? თუ რა მოუვიდათ? თუ მათი უფროსი ვინც არის, რავიცი, მათი უფროსი არის ივანიშვილი, ასე ვიცით ჩვენ. თუ ივანიშვილს აინტერესებს როგორც ახალი მეთოდი, ბერკეტი და მექანიზმი ახალი ფულის შოვნისა, ნუ თუ ამაშია საქმე, ცხადია, ყურმოჭრილი მონა "ქართული ოცნება" ამას დაეთანხმება 

ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანის წევრი, ადა მარშანია, ახალ კანონპროექტს, რომელსაც შსს მთავრობასთან ერთად განიხილავს. მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. ამ დროისთვის კანონპროექტი საჯარო არაა. უცნობია როდის მოხდება პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება.

კომენტარები