თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Reuters

ხვალ, 11 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, საქნავთის დასახლების, ლილოს დასახლების, მეკოკიშვილის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუმათჰესის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის, გაბაშვილის, საგუბარის, გობრონიძის, ლაგურაშვილის, ლურჯქედის და ღვალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭოპორტის, ლიახვის და ჟინვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, რუსუდანის, ნარგიზის, ივლეთის, წულაძის, თეთრიწყაროს, ციხისძირის, გეთიას და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის(ნაწილობრივ), დიღმის მასივის II კვარტლის და ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, იერუსალიმის, აბოვიანის, ბერიძის, ერეკლე მეორის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, აბო-თბილელის, საიათნოვას, აბესაძის, თონეთის, კოტე აფხაზის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, ავთანდილის, წავკისის, ამაღლების, ოქროყანის და დავითაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები