განათლება

სანიკიძე, მიმინოშვილი, გიგაური და სხვები განათლების სამინისტროდან გაათავისუფლეს


ფოტო: კოლაჟი ტაბულა

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები წარადგინა. მან თანამდებობებიდან გადააყენა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, შეფსებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია. 

განათლების, სპორტის კულტურისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გადაწყვეტილება "ახალი ენერგიის საჭიროებით" ახსნა.

"განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება , რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშველოვანესი რეფორმა. ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება" - თქვა ბატიაშვილმა. 

  • მაია მიმინოშვილი - 2002-2007წწ. სათავეში ედგა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2007 წელს დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. 2008 წლიდან კვლავ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა;
  • თემურ მურღულია - მინისტრის მოადგილე 2016 წლის ნოემბრიდან;
  • ლია გიგაური - მინისტრის მოადგილე 2013 წლიდან;
  • თამარ სანიკიძე - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი 2016 წლიდან;
  • გიორგი მაჩაბელი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი 2014 წლიდან;
  • მანანა მიქაბერიძე - შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის დირექტორი 2017 წლიდან.

კომენტარები