საკითხი იმაშია, რას მისცემს ეს [ზურაბიშვილის გამარჯვება] ქართველ ხალხს. ეს მისცემს დემოკრატიისადმი ყოველგვარი ნდობის დაკარგვას. ეს მისცემს იმას, რომ ხალხი სულ უფრო უნდობლობით შეხედავს პოლიტიკურ კლასს და სახელმწიფო ინსტიტუციებს და ჩვენი მოკავშირეები სულ უფრო უნდობლობით უყურებენ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს. ეს არის ტრაგედია. სხვა სიტუაციაში ალბათ მანდილოსანზე ვერ და არ ვილაპარაკებდი, მაგრამ პოეზიის არ იყოს პოლიტიკაში რომ შემოდიხარ შენ სქესი აღარ გაქვს უკვე და მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკას კი არა ჩვენ რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე
საპრეზიდენტო კანდიდატები
ვაშაძე ზურაბიშვილზე: მანდილოსანზე არ ვილაპარაკებდი, მაგრამ პოლიტიკაში სქესი არ გაქვს
tbl.ge/347p
დაკოპირდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- ქალების საკითხებზე გამართულ დისკუსიას სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო
- ბურჯანაძე: მარგველაშვილი მეორე ტურისთვის მოემზადოს
- ბურჯანაძე: პრეზიდენტი უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტი და არა საშიშროების წყარო
- ბაქრაძე: რუსეთის აგრესია ხელისუფლების სისუსტეზე პასუხია
- კობა დავითაშვილის წარმომადგენლებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები შეიტანეს