გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-11 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.
12-13 სექტემბერს გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში +30, +35, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +26, +31 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.





