კრიმინალი

ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

2017 წელს ამერიკაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტებით შეკრებილი სინდიკატის 27 წევრი დააკავეს, მათგან 15 - ქართველი.

სპეცოპერაცია FBI-იმ, აშშ-ის საემიგრაციო და საბაჟო აღსრულებამ, ასევე ნიუ იორკის და სხვა ქალაქების პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა. დაკავებულებს შორის იყო ორი ქართველი ათლეტი: მოკრივე ავთანდილ ხურციძე და MMA მებრძოლი ლევან მაყაშვილი. ასევე რამდენიმე ე.წ კანონიერი ქურდი.

პროკურატურის განმარტებით, ხურციძე იყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, რომელსაც რაჟდენ შუალაია ხელმძღვანელობდა.

ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ქართველ მოკრივეს 40-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ივლისში სასამართლოსმ სასჯელი შეუმსუბუქა. მოკრივეს, სხვა ბრალდებებთან ერთად ნარკოტიკებითა და იარაღებით ვაჭრობას და საბუთების გაყალბებას ედავებოდნენ, სწორედ ამ ბრალდებებში გაამართლა ის სასამართლომ.

ხურციძე დანაშაულს არ აღიარებს.

კომენტარები