ტრამპი-პუტინის სამიტი

ტრამპი: პუტინთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

პუტინთან შეხვედრა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მონტანას შტატში, მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

„ მათ სურდათ, რომ ორთაბრძოლა ენახათ. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. ვისაუბრეთ უკრაინაზე, სირიაზე, ისრაელზე. თუმცა მათ თქვეს, რომ ეს შეხვედრა საშინელება იყო“, - ამბობს ტრამპი.

16 ივლისს ჰელსინკიში, დახურულ კარს მიღმა ლიდერებს შორის პირისპირ შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო.

კომენტარები