ამინდის პროგნოზი

"წვიმა, სეტყვა, ქარი, ზღვაზე ღელვა" - როგორი ამინდი იქნება 10 სექტემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები