2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

ცესკოს ვებგევრდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს. წარსულში გიორგი ანდრიაძე საქართველოს საპატრიარქოში არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.

ცესკოს მიერ 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ სიაში 39 პრეზიდენტობის კანდიდატია დარეგისტრირებული. ანდრიაძე საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც არიან ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმითოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზშევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე

 

კომენტარები