რუსული ოკუპაცია

ვოლსკი: რუსი ჟურნალისტების ჩამოსვლიდან სარგებელი ვისაც შეიძლება ჰქონდეს, არის ენმ

რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებით არის ყველა ფონდი, რომელიც არსებობს და მით უმეტეს ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, რომ მათ რაიმე რესურსი გააჩნია, რათა ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ და სხვანაირად აფიქრებინონ ან რაიმე სიახლეს წარმოადგენს მათი პოზიცია. ერთადერთი ვისაც, რაიმე პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან და ამ სკანდალური შეკითხვებიდან და პასუხებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ ისიც არ მგონია, რომ დიდად გაიმარჯვოს რუსული პროპაგანდის თემის წამოწევაში

სასტუმრო ვერე პალასში, პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი მიმდინარეობს. მსგავსი ფორუმები საქართველოში წლების განმავლობაში ტარდება. მისი ორგანიზატორები არიან: რუსული პოლიტოლოგიური ცენტრი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" (Север-Юг), პრეს-კლუბი "თანამეგობრობა" (содружество) და ქართულენოვანი პრო-რუსული გამოცემა, "საქართველო და მსოფლიო".

კომენტარები