იაპონია

იაპონიაში აუქციონზე ათობით ავტომობილი დაიწვა [ვიდეო]

იაპონიაში ერთ-ერთ აუქციონზე ათობით ავტომანქანას ცეცხლი წაეკიდა. ამის შესახებ Independent წერს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზები უცნობია. მომხდარს პოლიცია იძიებს.

ამასთან, ქვეყანა ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნ "ჯების" ებრძვის. შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.

სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. შეჩერებულია სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლაც.

ქვეყნის მთავრობის ბრძანებით, სტიქიის ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

 

კომენტარები