შერეული ორთაბრძოლები

"საქართველოს გაუმარჯოს" - ინგილო სპორტსმენმა გამარჯვება საქართველოს დროშით აღნიშნა [VIDEO]

ინგილო სპორტსმენმა სურაჯ გასანოვმა რუსეთში, ეკატერინბურგში გამართულ M1 ორთაბრძოლაში გამარჯვება საქართველოს დროშის თანხლებით აღნიშნა. „საქართველოს გაუმარჯოს“ - ჩასძახა მან ერთერთ ტელეკამერას.

„გასანოვს საქართველოს დროშა უჭირავს. საინტერესოა, მისი გვარი ქართული არ არის, როგორც ჩანს, საქართველოში დაიბადა“ - აღნიშნა შეხვედრის კომენტატორმა.

სურაჯ გასანოვი აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონიდანაა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქართული გვარი იანუღაშვილია. შერეულ ორთაბრძოლებში ის რუსეთის სახელით ასპარეზობს.

 

კომენტარები