ხვალ, 5 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, გია რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, დადიანის, ბეთლემის, კრწანისის, ასათიანის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, გიგა ლორთქიფანიძის, ქიქოძის, იაშვილის, ათონელის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ნიშნიანიძის, ამაღლების, დავითაშვილის, მუსხელიშვილის და მარო მაყაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის და მიტროფანე ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ანანურის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, რჩეულიშვილის, საქანელას, ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, გობრონიძის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3-ის დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





