სტიქია იაპონიაში

იაპონიას ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი ტაიფუნი "ჯები" უახლოვდება [ვიდეო]

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი "ჯები" უახლოვდება.

ტაიფუნის ცენტრში ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს. ტალღების სიმაღლე 12 მეტრამდეა. მეტეოროლოგების თქმით, ქარის სიჩქარე შესაძლოა 215 კმ/საათამდე გაიზარდოს.

სტიქიის გამო, ქალაქ კობეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ 300 ათასამდე მოსახლისთვის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. იგივე მოუწოდა მთავრობამ ქალაქ ჰიროსიმაში მცხოვრებლებს, სადაც ტაიფუნის გამო, ქალაქი 100 ათასმდე ადამიანმა უნდა დატოვოს.

ტაიფუნის მოახლოების გამო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 632-მდე ავიარეისი გადაიდო. უსაფრთხოების გამო, სტიქიის ზონაში რამდენიმე მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლაც შეჩერდა. დახურულია რამდენიმე პორტი.

კომენტარები