სტიქია იაპონიაში

იაპონიაში წყალდიდობას 100 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე დაიკარგა

იაპონიაში წყალდიდობას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო, 50-ზე მეტი, დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ BBC წერს. 

სტიქია იაპონიას 6 ივლისს დაატყდა. 7 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიტბორა და განადგურდა ასობით სახლი.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და ამან შესაძლოა ახალი საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას. ისინი მოქალაქეებს, შესაძლო მეწყერის ჩამოწოლაზეც აფრთხილებენ. 

მედიის ცნობით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა ამ დროისთვის 1 800 ადამიანი გამოიყვანეს. სულ სხვადასხვა პროვინციიდან 32 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 20 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

კომენტარები