არჩევნები 2018

უსუფაშვილი: მებრალება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღარ იცის, რა ქნას

გულწრფელად მებრალება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღარ იცის, რა ქნას. გამოდის და ამბობს, ისევე წარმოუდგენელია, რომ „ოცნებამ" მე არ დამიჭიროს მხარიო, როგორც წარმოუდგენელია, რომ მე ვინმე სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარიო - ანუ აქ ყველაფერი ნათელია. ერთადერთი თავად ხელისუფლებაა, რომელმაც ახლა რაღაც ტაქტიკა აირჩია, რაღაც იაფფასიანი, სახელისუფლებო ორბიტაზე მყოფი სხვა უფრო უმცროსი პარტიები გამოჰყავთ და იმათ ათქმევინებენ, რომ ჩვენ უკვე მხარს ვუჭერთო. ახლა ჩვენ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ ეს პარტიები „ოცნებასთან“ შეუთანხმებლად უჭერენ მხარს ზურაბიშვილს. ეს არაფერ კარგს არ ემსახურება და ეს არ არის სწორი პოზიცია. თუ ამდაგვარი სპექტაკლებით ვიწყებთ ამომრჩეველთან ურთიერთობას, ხვალ რას უნდა ველოდებოდეთ - ამიტომ მებრალება ქალბატონი სალომე, რადგან ის არ იმსახურებს ამას, სხვა საკითხია იმსახურებს თუ არა ის არჩევას

შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი პალიტრანიუსის გადაცემაში, 360 გრადუსი.

კომენტარები