გურამ კაშია

ლოკომოტივი: გურამ კაშია გამბედაობისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელია

საფეხბურთო კლუბი "ლოკომოტივი" თბილისი საკუთარ Facebook გვერდზე გურამ კაშიას მხარდასაჭერ განცხადებას.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი. თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი, ოფიციალური მატჩი. გამომდინარე იქედან, რომ ლოკომოტივი არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ლოკომოტივის ადმინისტრაცია, მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს, ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში #equalgame #gogeorgia #მხარდაჭერაგურამკაშიას",- წერია განცხადებაში.

ჰომოფობიურად​​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.

კომენტარები