საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს

რუსთავი 2

საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლების ნაწილი აქციას მართავს. ისინი ადმინისტრაციის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, 150 მათგანის ხელშეკრულების პირობები იცვლება და ისინი არა კონკრეტული რაოდენობის ხელფასს, არამედ საათობრივ ანაზღაურებას მიიღებენ და მხოლოდ მაშინ იმუშავებენ, როცა გამოიძახებენ. 

ახალ პირობებზე დასათანხმებლად ვადა ხვალ იწურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 150-ვე თანამშრომელი სამსახურს დატოვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, ნინო ზაუტაშვილმა მენეჯმენტს ხვალ, 4 სექტემბერს, 12 საათზე შეხვედრა შესთავაზა, რომელზე დასწრებაც 150-ვე თანამშრომელს შეეძლება.

კომენტარები