ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 6 სექტემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

4-5 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6 სექტემბერს დღის ბოლოს ზოგან გაწვიმდება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +35, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება.

3-6 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები +28, +30 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.

კომენტარები