ტყის ხანძარი

ხაშურში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია [video]

ხაშურში, სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება მასში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენიც.

ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა, მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანთან ხანძარი 29 აგვისტოს საღამოს გაჩნდა.

კომენტარები