ავტოავარია

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავარიისას შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 - ბავშვი

flickr

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი - მცირეწლოვანი. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის თქმით, ხუთ პაციენტს, რომელთა შორის ორი ბავშვია, ჩაუტარდა ამბულატორიული მომსახურება. მედიკოსების გადაწყვეტილებით, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. ისინი სომხეთიდან აჭარაში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ.

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 3 პაციენტი - სომხეთის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე.

კომენტარები