თბილისი

კალაძე: მოქალაქე გვთავაზობს იდეას, ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი"

ასევე გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო იდეა, ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს, ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა "თბილისი" ქართულ-ინგლისური ასოებით.

ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა "თბილისი იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ განსახილველად გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე. მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, ვიკითხოთ - რამდენად შეიძლება პროექტის განხორციელება. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები