კრიმინალი

13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც კაცს ჯერ ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი მოკლა

საია

თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს, ო.კ.-ს და მ.მ.-ს ჯერ მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს, ხოლო შემდგომ საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდათ.

"ამ დროს, ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს სახის არეში ჩაქუჩი დაარტყა. კონფლიქტით განაწყენებულმა ო.კ.-მ შურისძიების მოტივით მ.მ.-ს მკვლელობა განიზრახა და იმავე დღეს, ღამის საათებში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, განზრახ მოკვლის მიზნით დანით მ.მ.-ს რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად მ.მ. ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ო.კ. 2017 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

კომენტარები