#გურამშენთანვართ - მოქალაქეები გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა 24 აგვისტოს ფეისბუქის გვერდი წაშალა და ინსტაგრამის პრიფილი დახურა. მიზეზი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიაა.
დღეს კი მან ინსტაგრამის სთორიში დაწერა, რომ ის არ ნანობს ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას და რომ თუ თუნდაც ერთი გულშემატკივარი ეყოლება, საქართველოს ნაკრებში გამოცხადდება.
გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, კაშია მხარდაჭერით გაამხნევონ და ინსტაგრამის სთორიზში აქვეყნებენ მის ფოტოს წარწერით - გურამ, შენთან ვართ. #გურამშენთანვართ


LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა.
UEFA კაშიას 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დღეს დააჯილდოვებს.





