გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-29 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36, შავი ზღვის სანაპირო რაინებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
30 აგვისტოს დღის საათებში ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
27-30 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურას სინოპტიკოსები +30, +32 გრადუსის ფარგლებში ვარაუდობენ.





