ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო“ არ არის, არის საბჭოთა კავშირის მეორე გამოცემა, სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა, რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა.
tbl.ge/33dl
დაკოპირდა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება.
ამავე თემაზე
- კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი დაარქვეს
- "შეიძლება ამ საკითხის განხილვა" - კალაძე რომელიმე ქუჩისთვის მაკკეინის სახელის დარქმევაზე
- სინდი მაკკეინი ქმარს ემშვიდობება
- ევროპული საქართველო: დაერქვას თბილისის რომელიმე ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი
- ბახტაძე მაკკეინის დაკრძალვას არ დაესწრება, ამბობს რომ აშშ-ში გუნდის წევრები ჩავლენ