ჯონ მაკკეინი

ჯონ მაკკეინის ოჯახის თქმით, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს

ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ოჯახის თქმით, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში დღეს გავრცელდა.

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

მაკკეინს ჯერ კიდევ 2000 წელს დაუდგინეს კანის კიბო, რისგანაც სენატორმა განკურნება შეძლო, თუმცა ტვინის სიმსივნის კერა სწორედ იმ ადგილთანაა ახლოს, სადაც მას კანის კიბო ჰქონდა.

ამერიკელი სენატორი იბრძოდა ვიეტნამის ომში, 1987 წლიდან კი აშშ-ის სენატში არიზონას შტატს წარმოადგენს. 2008 წელს რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.

კომენტარები