ჯონ ლენონის მკვლელობა

ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეათედ უთხრეს

ლეგენდარული მუსიკოსის, ჯონ ლენონის მკვლელს, მარკ ჩეპმენს შეწყალების კომისიამ გათავისუფლებაზე უარი მეათედ უთხრა. .

პირობით ვადამდე განთავისუფლების კომისიის აზრით, ჩეპმენის განთავისუფლება "გააუფასურებდა დანაშაულის სერიოზულ ხასიათს და შეარყევდა კანონისადმი პატივისცემას". 

"მივიჩნევთ, რომ თქვენი გათავისუფლება საზოგადოების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებასთან თანხვედრაში არ არის".-უთხრეს ჩეპმენს კომისიის წევრებმა.

კომისიის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ბრალდებული საპატიმროში, სულ მცირე, 2 წლით კიდევ დარჩება.

ჯონ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ კომისიას სთხოვა ჩეპმენი ციხიდან არ გამოეშვა. მან კომისიას მისწერა და თქვა, რომ მარკი მისი ოჯახისთვის დღემდე საფრთხეს წარმოადგენს. 

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ დევიდ ჩეპმენმა 40 წლის ჯონ ლენონს ნიუ იორკში, მის სახლთან ხუთი ტყვია ესროლა. ადგილზე მისული სამართალდამცველებისთვის მამაკაცს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ლენონი საავადმყოფოში მიყვანისას, ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა. 

მარკ ჩეპმენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები