ჯონ ლენონის მკვლელობა

ჯონ ლენონის მკვლელ ჩეპმენს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი მეცხრედ უთხრეს

NYCPD/NEW YORK DEPARTMENT OF CORRECTIONS

ჯონ ლენონის მკვლელ მარკ დევიდ ჩეპმენს, ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ უთხრეს უარი.

კომიტეტმა, რომელსაც მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე გადაწყვეტილება გამოაქვს, განაცხადა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ჩეპმენის ჩადენილ სერიოზულ დანაშაულს მნიშვნელობა შეუმცირდებოდა.

ჩეპმენმა ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს მანჰეტენზე მოკლა. თავდაპირველად, როდესაც ჯონ ლენონი ცოლთან, იოკო ონოსთან ერთად სახლს ტოვებდა, ჩეპმენმა მას ავტოგრაფი გამოართვა.

ამის შემდეგ კი, დაღამებამდე მოიცადა და როდესაც წყვილი სახლში ბრუნდებოდა, სწორედ მაშინ ესროლა ლენონს ზურგიდან რევოლვერით ხუთი ტყვია.

61 წლის ჩეპმენს ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნა, 2 წელიწადში ისევ შეეძლება.

კომენტარები