აშშ

თეთრი სახლი: ტრამპს არაფერი დაუშავებია

თეთრი სახლი
huffpost.com

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის მაიკლ კოენის მიერ დანაშაულის აღიარებას გამოეხმაურნენ.

ტრამპის ადმინისტრაციის პრესმდივანი ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი დამნაშავე არ არის.

„მას არაფერი დაუშავებია. დონალდ ტრამპს ამერიკელი ხალხი არ მოუტყუებია. პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის წაყენებული რაიმე სახის ბრალდება",- თქვა სარა სანდერსმა. 

დონალდ ტრამპის თქმით, მან თავის ყოფილ ადვოკატ მაიკლ კოენს ფული გადაუხადა, თუმცა ეს ფული მას საარჩევნო კამპანიიდან არ აუღია.

როგორც Fox & Friends-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა განმარტა, მან თავისი პირადი ფინანსების გამოყენებით კანონი არ დაარღვია. ამიტომ ტრამპი არ ეთანხმება ბრალდების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც კოენმა პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების წესი დაარღვია.

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მანჰეტენის სასამართლოს წინაშე რვა ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ფედერალურ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

კოენმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები, საგადასახადო და საბანკო თაღლითობები აღიარა. კოენმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოქმედებდა.

კომენტარები