შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის ივლისში, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 257 ფაქტზე დაიწყეს გამოძიება. ეს 97.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2017 წლის ივლისში, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 130 შემთხვევაზე დაიწყო.
2018 წლის ივლისში რეგისტრირებული საქმეებიდან ერთი გაიხსნა, 2017 წლის ივლისში - არც ერთი.