დანაშაულის სტატისტიკა

შსს: წინა წელთან შედარებით, 2018 წლის ივლისში დანაშაულის რაოდენობა 70%-ით გაიზარდა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 69.74%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის ივლისში დანაშაულის 3 146 ფაქტი დარეგისტრირდა, ხოლო 2018 წლის ივლისში - 5 340. 

გაზრდილია თითქმის ყველა ტიპის დანაშაული - მათ შორის, 88.7%-ით - გაზრდილი დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ, 110.8%-ით - დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 73.9%-ით - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 298.4%-ით - დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, 93%-ით - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ.

კომენტარები