ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 20-21 აგვისტოს - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 აგვისტოს - დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +22, +27°; ზემო აფხაზეთში ღამით +12, +17°, დღისით +24, +29°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +7, +12°, დღისით +14, +19°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დაუბერავს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19°, დღისით +26°.

21 აგვისტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; ზემო აფხაზეთში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18°, დღისით +29° იქნება.

კომენტარები