თბილისი

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიხედვით ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა, ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით.


საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიხედვით გზებზე არსებული შეზღუდვები ამინდის გაუმჯობებისთანავე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

კომენტარები