კახეთი

კახეთში ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო გზები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა

კახეთში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მუნიციპალიტეტებში ​ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ იკლო და მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან სულ 51 შეტყობინება შევიდა.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის, ადგილობრივი ხელისუფლების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

​ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

კომენტარები