ქურდობა

ედპ-ს ოფისი გაქურდეს, პარტიის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ მოტივი პოლიტიკურია

rustavi2

თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისი გაქურდეს. ქურდობა 18 აგვისტოს გამთენიისას მოხდა.

ედპ-ს წარმოამდგენლების თქმით, ოფისიდან წაღებულია რამდენიმე კომპიუტერი და ტელევიზორი.

პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ წაღებულ კომპიუტერებში „ინახებოდა მთელი მედიამონიტორინგი და ანალიტიკა, მთელი საარჩევნო ბაზა, მთელი საქართველოს მასშტაბით.“

ქარდავა ეჭვობს, რომ დანაშაულის მოტივი პოლიტიკური იყო:

„ოფისში დატოვებულია ბევრად ძვირადღირებული 12 კომპიუტერი. შესული ვართ საარჩევნო რეჟიმში, მეორეც, სწორედ ამ ოფისში მიმდინარეობდა ახალი ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ჩამოყალიბები პროცესი ... მე მაინც არ მჯერა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს იყო პოლიტიკური აქცია და ამ აქციას გარკვეული მიზნები ქონდა“ - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

შსს მომხდარს ქურდობის მუხლით იძიებს.

კომენტარები