Forbes-მა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად სკარლეტ იონჰანსონი დაასახელა.

ამერიკელი მსახობის 12 თვის ჰონორალი 40.5 მილიონი აშშ დოლარია. გამოცემის თქმით, "შურისმაძიებლებში" შესრულებული "შავი ქვრივის" როლი იოჰანსონისთვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა.

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახობთა შორის მეორე ადგილზე ანჯელინა ჯოლია, რომელმაც "მალეფიცენტი 2-ში" შესრულებული როლისთვის 28 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ფილმის პრემიერა 2020 წელსაა დაგეგმილი. მესამე ადგილას კი ჯენიფერ ანისტონია 19.5 მილიონი აშშ დოლარით.

კომენტარები