დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტთან სავადაუდოდ ტერორისტული თავდასხმის გამო 1 პირი დააკავეს

Reuters

Reuters-ის ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში სავარაუდოდ ტერორისტული თავდასხმის განხორციელების ბრალდებით დაკავებული პირი 29 წლის სალიჰ ხატერია. ის წარმოშობით სომალელი ბრიტანეთის მოქალაქეა.

პოლიციის მიხედვით, 14 აგვისტოს მანქანა განზრახ დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს და ველოსიპედისტებს და შემდგომ ბრიტანეთის პარლამენტის შენობის წინ უსაფრთხოების ბარიერს შეეჯახა. დაშავდა 3 ადამიანი.

მძღოლი ადგილზევე დააკავეს. ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა და თან იარაღი არ ჰქონია. ამჟამად მისი დაკითხვა მიმდინარეობს, თუმცა პოლიციის თქმით დაკავებული გამომძიებლებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

ხატერი ბირმინგჰემში ცხოვრობს და როგორც ადგილობრივ მეჩეთში ჟურნალისტებს უთხრეს ლონდონში ის სუდანის საელჩოში ვისიტისათვის იყო ჩასული. გავრცელებული ინფორმაციით მას სუდანში დასაბრუნებლად ვიზის აღება სურდა.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"კიდევ ერთი ტერორისტული თავდასხმა ლონდონში...ეს ცხოველები შეშლილები არიან და ძალით და სიმტკიცით უნდა გავუმკლავდეთ!"

კომენტარები