გაზმომარაგების შეწყვეტა

15 აგვისტოს ფოთის ნაწილსა და დედოფლისწყაროს გაზმომარაგება შეუწყდება

Reuters

"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, 15 აგვისტოს ქალაქ ფოთის რამდენიმე ქუჩას, ასევე, დედოფლისწყაროსა და სოფელ სამრეკლოს გაზმომარაგება შეუწყდება.

​კომპანიაში ამის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებენ.

  • 15 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ ფოთის შემდეგ ქუჩებს: ოძელაშვილს, ტაბიძეს, ვაჩნაძეს, კოკაიას, ელადას, ბარბაქაძეს, სარსანიას, არზიანს, რკინიგზას, სამეგრელოს, სევასტოპოლსა და სულხან-საბა ორბელიანს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 აგვისტოს 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
  • 15 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ სამრეკლოს. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 აგვისტოს 16:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს, გადაკეტონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები