პრეზიდენტობის კანდიდატი

უსუფაშვილი: პარლამენტის თავჯდომარე სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს თავისი ზომის შესაბამისად

პარლამენტის თავმჯდომარემ ინდივიდუალურად მაქსიმუმი რაც შეიძლება გააკეთოს არის ის, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს თავისივე თანაშემწეები და შეიძლება გუგული მაღრაძე არ გაუშვას სადმე თამბაქოს საწინააღმდეგო კონფერენციაზე. სხვა არანაირი ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად არა აქვს. მაშინ, კეთილი ინებოს ჯერ შენობის სარდაფში ჩავიდეს და იქ დაჯდეს თავისი ზომის შესაბამისად და მერე ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტს სათანადო წონა არა აქვს და სახელმწიფოს მეთაური იმ დონის ადამიანი არ არის, რომ სადმე ნორმალურ სასახლეში იჯდეს

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში თქვა.

კომენტარები