პრეზიდენტობის კანდიდატი

უსუფაშვილი: ქვეყანაში მიმდინარეობს წესების გარეშე ბრძოლა ხელისუფლებისთვის

ქვეყანაში მიმდინარეობს წესების გარეშე ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რომელსაც დიდი ხიფათი მოაქვს ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის. ამიტომ მმართველი გუნდი, მათ საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად ვალდებულია იფიქროს გამოსავალზე. მე მივმართავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, იზრუნოს იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა კრიზისიდან გამოსავლის კონკრეტული გეგმა შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, რომლის საყრდენი კომპონენტი უნდა იყოს 2019 წლის ოქტომბერში პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და ამით ერთპარტიული მმართველობის დასრულება საქართველოში

ამის შესახებ "შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.

კომენტარები