ტაილანდი

ტაილანდში მარტოხელა მამა დედის დღის აღსანიშნავად, შვილების სკოლაში კაბით მივიდა

ტაილანდში დედის დღეს 12 აგვისტოს აღნიშნავენ. ​კანჩანაბურის პროვინციაში მცხოვრები ჩატჩაი პანუტჰაი 2 შვილს მარტო ზრდის. განქორწინების შემდეგ მისმა ცოლმა ბავშვები მიატოვა და ევროპაში წავიდა.

სკოლაში, სადაც პანუტჰაის შვილები სწავლობენ, სადღესასწაულო ცერემონია გაიმართა: ტრადიციის თანახმად, ბავშვებმა დედების წინაშე უნდა დაიჩოქონ და ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადონ. 

მარტოხელა მამას სურდა, ბავშვებს დღესასწაული კლასელებთან ერთად აღენიშნათ და თავი დედის გარეშე არ ეგრძნოთ. ამის გამო მზრუნველმა მამამ ქალის კაბა ჩაიცვა და ქალებთან ერთად მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში.

კაცის მეგობარმა სკოლაში გადაღებული ფოტოები Facebook-ზე გამოაქვეყნა და პანუტჰაის „წლის დედა“ უწოდა.

კომენტარები