გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას - იყო იქ საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე, სხვა მხრივაც იყო არაერთი გადაცდომა. ეს გვიჩენს რა თქმა უნდა იმის განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ სუბიექტური ინტერესებით, რასაც ჰქონდა აქამდე ადგილი. აქედან გამომდინარე, მეც მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც დიდი აზრი არ ექნება ამ კონსულტაციებს. მოლოდინი არის პესიმისტური, დაველოდებით პროცესების განვითარებას. პრეზიდენტს აქვს თავისი პრეროგატივა, პარლამენტს აქვს თავისი პრეროგატივა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პრეროგატივის შესაბამისად.
ირაკლი კობახიძე
კობახიძე: სასამართლოში კადრების გამწესებისას პრეზიდენტი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს
tbl.ge/32s3
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. კონსულტაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ სახალხო დამცველთან მართავს.
ირაკლი კობახიძესაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეგიორგი მარგველაშვილისაქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




