თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 15 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს. 

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, კოლხეთის, აბაშიძის, ჭოროხის, კიევის, ნინო ჩხეიძის და ფიროსმანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაქარაიას, კაჭრეთის, ურიდიას და კახიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართველიშვილის, ჯანელიძის, გომბორის, სუმბათაშვილი-იუჟინის, კამალოვის, გულრიფშის, თამარაშვილის, კურნატოვის, სართანიას, სააკაძის, ნიკო მარის და ლიკანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, სამღერეთის, შუშინის, მირზა-შაფი ლაზახის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, აჯიაშვილის, თუმანიანის, ბეთლემის, გომის და ზდანევიჩების ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულიას, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ქერჩის (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ხიზაბავრის და ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ხვიჩიას, გამსახურდიას, იოსებიძის, შორსის და ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14, მე-15 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სამხედორ გზატკეცილის, შარაშიძის, პეტრიწის (ნაწილობრივ), ყურაშვილის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, კუპრაძის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები