სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

"ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე აფეთქებაზე განცხადება" - მაჩალიკაშვილი სუს-ში იმყოფება

kvirispalitra.ge

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. მალხაზ მაჩალიკაშვილს კითხვებს 31 მაისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უსვამენ. 

"აქ არანაირი დანაშაულის მხრივ არაფერი არ იკვეთება. რაც გავაკეთე განცხადება, ის იყო ემოციის ფონზე. მე არც მიფიქრია, არც მქონია რამე ისეთი გულში... ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე, ჩემს ადგილას სხვა მეტსაც კი იტყოდა, უფრო გაცილებით მეტს იტყოდა,“ - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

31 მაისს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე - "ნუ მომკლავ", მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ "ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქებინა თავები, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე, ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი".

კომენტარები