ბებნისის გადასახვეთან,თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა ტრაილერი. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, გომის გადასახვევთან კი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა მიკროავტობუსი. შსს-ს ინფორმაციით არავინ დაშავებულა.
ორივე შემთხვევაში შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.






