შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 10 აგვისტოს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. მათი ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.